თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
შემთხვევის შედეგად დამწვარია ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნივთები, სულ დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი.
მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
„პლასტმასები იყო და ნაგავი ეყარა. მე ყვავილები მქონდა და დამეწვა. მაქსიმუმ 5 კვადრატული მეტრი. მიზეზი არ ვიცი“- განაცხადა დაზარალებულმა.