გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"წულუკიანის წასვლა ადექვატური ნაბიჯი იქნება, თუმცა ის სავარძელს მაინც ეჭიდება"-გია ხუხაშვილი

19-06-2018

საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების თემაზე რუსული გამოცემა, «Независимая газета» იური როქსის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობის ცვლილებებზე კონსულტაციები დაიწყო. თანამდებობებს დატოვებენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ოპოზიცია კი ცვლილებებს უპირველესად მთავრობის ძალოვან ბლოკში ითხოვს. ასევე წინააღმდეგია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართაც. თუ ასე არ მოხდება, ოპოზიცია მამუკა ბახტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.


სტატიის ავტორი ესაუბრება ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომლის კომენტარით, ოპოზიციას ასეთი განცხადებებით სურს, რომ საზოგადოებაში ანტისამთავრობო პროტესტის მუხტი შეინარჩუნოს. სწორედ ამ მიზნით იყენებს ოპოზიცია იუსტიციის მინისტრის კანდიდატურას, რომელიც, გია ხუხაშვილის აზრით, მართლაც არაა საუკეთესო მინისტრი, მის მიმართ ბევრი კრიტიკა და საყვედური გაისმის - პროკურატურა და სასამართლო სისტემა რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს. „რასაკვირველია, ადექვატური ნაბიჯი იქნებოდა იგი თანამდებობიდან წასულიყო, მაგრამ მინისტრი თეა წულუკიანი სავარძელს მაინც ეჭიდება“, - ამბობს ექსპერტი. იგი დადებითად აფასებს მამუკა ბახტაძის გეგმებს სამინისტროების რაოდენობის შემცირების თაობაზე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით (წყარო: http://www.ng.ru/cis/2018-06-19/6_7247_georgia.html).


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930