გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

19-06-2018

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებისათვის გრძელვადიანი ბინათმშენებლობის პროექტი დააანონსა, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.

გახარიას თქმით, სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალო პროგრამ დაიწყება.
„ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის რაც ჩვენ დღეს შევძელით, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930