გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას არ უჯდებოდეს სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ძალიან ძვირი

19-06-2018


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მეტად ოპერატიული და ეფექტური იყოს, მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელია.

ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას რამდენიმე კვირაში წარადგენს.

„ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა. წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია, ვინაიდან, სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ ჩვენ იმ პროგრამის რეალურ ცხოვრებაში რეალიზაციას, რომელიც იქნა წარმოდგენილი.

მე მინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილო პროგრამაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს აქვს ჩვენ ქვეყანას, პროგრამა სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს. მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ეფექტური თავის აღსრულებაში, იყოს ოპერატიული, ჩვენ საჭიროა რომ ჯერ მივიღოთ მცირე მთავრობს კონცეფცია და შედეგად დავიწყოთ უკვე წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავალში, ორი სამი კვირის თავზე, როდესაც ჩვენ გავივლი ყველა შესაბამის პროცედურას, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული, ბუნებრივია, თქვენ და საზოგადოებას მე წარვუდგენ იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებთ“- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან.

„მიმდინარეობს კონსულტაციები და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალ მთავრობაში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები.

მცირე მთავრობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს. ჩვენ შევამცირეთ ეს წილი, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ქვეყნის მმართველობითი ორგანოები იმ ზომის უნდა იყოს, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომ გადაწყვეტილებები ეფექტურად და ოპერატიულად იქნეს მიღებული და  რაც მთავარია, გადაწყვტილების მიღების მომენტიდან იმ დრომდე, როდესაც ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სიკეთეს, ეს დრო იყოს მაქსიმალურად შემცირებული.

ჩვენ არც ერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ, პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას არ უჯდებოდეს სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ძალიან ძვირი“ - აღნიშნა ბახტაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031