3-01-2018
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა რამიშვილს მისი ყოფილი თანამშრომლისთვის, თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ On.ge-ს ქალთა უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ უთხრა.
პატარაიას თქმით, გადაწყვეტილება დღეს, 3 იანვარს, 3 საათზე გამოცხდადდა. მისივე თქმით, გამოსასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მატერიალური ზიანის ნაწილში რამიშვილი გაამართლა.
"მე მოვიგე ეს საქმე და ძალიან მოხარული ვარ," - ამბობს შალვა რამიშვილი On.ge-სთან. მისივე თქმით, ის სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაყწვეტილებას შემდეგ ინსტანციაში:
"არც დისკრიმინაციაზე, არც შევიწროვებაზე იქ ლაპარაკი არ იყო. დაველოდოთ სამოტივაციო ნაწილს. ძალიან ადრე უხარია საფარს. როგორც იურისტები ისინი კარგად უნდა იცნობდნენ ვითარებას. არსებობს ჩემი სიტყვა, მათი სიტყვა. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს ჯერ-ჯერობით. მე ვამბობ, რომ საქმე დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების თაობაზე გადაწყდა ჩემს სასარგებლოდ."
დაახლოებით ორი წლის წინ, ტელეკომპანია იმედში დასაქმებულმა 25 წლის თათია სამხარაძემ თავის იმჟამინდელ უფროსს შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. თავად რამიშვილი კი მის წინააღდეგ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფდა.
წყარო:news.on.ge