3-04-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა.
პრემიერს ფერმერმა მერაბ სურმანიძემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა მეურნეობა დაათვალიერა და ფერმერს საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სურმანიძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხავერის და ცოლიკაურის ჯიშის ვენახები გააშენა.
მერაბ სურმანიძეს მეურნეობაში ვენახი 750 ჰა. ფართობზე აქვს გაშენებული. ამჟამად ფერმერი წელიწადში 7 ტონაზე მეტ ყურძენს იღებს და შემდეგ წლებში 10 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალს ვარაუდობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.
მერაბ სურმანიძის ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024