გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა - მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში

4-04-2022

ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესს შესაბამისი შეთავაზებათა პაკეტი მომავალ კვირს წარედგინება.


„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშულება, რომ ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, იმისთვის, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას. წლიდან წლამდე გვეზრდება ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან იდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას. ამ მიმართულებით მომავალ კვირს გვექნება პრეზენტაცია და წარვუდგენთ ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს", - განცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930