გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა

4-04-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და შპს „მარაბდა - კარწახის რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლევან კანკავა.


შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები საკითხები სხვადასხვა სატრანსპორტო დარგებს შორის. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა - აზიის ტრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოოლოდ დადებითად მოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებზე ერთობლივი პრეზენტაციების გამართვაზე, პროფილურ გამოფენებში მონაწილეობასა და სხვა სახის აქტივობების განხორციელებაზე.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ, რომლის თაობაზეც საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ოქმი გააფორმეს, რომელშიც ხაზი გაესვა ქვეყნების ძალისხმევას, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ.


ასევეაღინიშნა, რომ ქვეყნები ითქვა, რომ მნიშვნელოვანია სარკინიგზო ხაზის დროული დასრულება. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ზრდადი დინამიკით გამოირჩევა.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930