გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“როდესაც ჩემი ბიჭი გაიზრდება, ეცოდინება როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი”

4-01-2018

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე და ვაჟიც იმყოფებიან.

„ამ პროცესებისგან  უკვე გული მერევა, მაგრამ მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ეს უსამართლობაა. ამ სასამართლოსაც როგორმე გადავიტან, მე ამაზე უარესი ამბებიც გადამიტანია. მე გადავწყვიტე მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი, იმიტომ რომ ისტორიისთვის ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც ის გაიზრდება, მას ემახსოვრება ეს პროცესი და ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი“, – განაცხადა სააკაშვილმა პროცესის დაწყებამდე.

წყარო: cyc.ge

http://cyc.ge/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930