გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა სამუშაო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

5-04-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად,  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე, სამსახურის უფროსებისგან სფეროების მიხედვით დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების შესაბამის ვადებში დასრულებასა და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე კონკრეტული მითითება გასცა.


თათბირზე პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგებლებთან ერთად განხილულ იქნა პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30