გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად

5-04-2022

სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.


“კაპიტულაცია მე მახსოვს 2008 წელს. ეს იყო კაპიტულაცია, ჰალსტუხის მჭამელი, მფორთხავი სარდლის მიერ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული იმიტომ, რომ იგი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, ჩაგრავდა ადამიანებს, არბევდა მიტინგებს. ბინძური ტრაილერით რომ იმოგზაურებ და შემოხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მართავდი ავად თუ კარგად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს შენს მორალურ სახეზე და იმაზე, თუ რა გინდოდა შენ ამ ქვეყნისგან, შესაბამისად, ეს ადამიანი მიიღებს იმას რაც უნდა მიიღოს, როგორც დამნაშავემ და კრიმინალმა. მას შეუძლია საკუთარი თავი გაასაღოს პუტინის პატიმრად, ან შაჰ-აბასის პატიმრად, თემურ ლენგის ან მურვან ყრუს,” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30