გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაფხულის სეზონზე ფრენები 70 მიმართულებით იგეგმება

7-04-2022

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი. ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად. ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება.


ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის (2022 წლის მარტის ბოლო კვირა - ოქტომბრის ბოლო კვირა) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება:


 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ათენი (AEGEAN), ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Pegasus), აქტაუ (SCAT Airlines), აქტობე (SCAT Airlines), ბაქო (Buta Airways), ბაჰრეინი (Gulf Air); ბერლინი (Georgian Airways), დამამი (Flynas), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), თეირანი (Zagros Airlines; Qeshm Airlines); თელ ავივი (Georgian Airways, Israir; Arkia, El Al), იზმირი (Pegasus), მინსკი (Georgian Airways; Belavia), მიუნხენი (Lufthansa), ნურსულთანი (Air Astana), რიადი (Flynas), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus, Anadolujet), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), ქასიმი (Flynas); ქუვეითი (Jazeera Airways; Jazeera), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ჯედა (Flynas).


 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამგზავრო რეისების განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: აბუ დაბი (Wizz Air), ათენი (Wizz Air), ატირაუ (FlyArystan), აქტაუ (FlyArystan), ბარსელონა (Wizz Air), ბერლინი (Wizz Air), ბუდაპეშტი (Wizz Air), გდანსკი (Wizz Air), დორტმუნდი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air), ვენა (Wizz Air), ვროცლავი (Wizz Air), კატოვიცე (Wizz Air), კრაკოვი (Wizz Air), ლარნაკა (Wizz Air), მილანი (Wizz Air), მინსკი (Belavia), მემინგემი (Wizz Air), ნურსულთანი (FlyArystan), პარიზი (Wizz Air), პრაღა (Wizz Air), რიგა (Wizz Air), რომი (Wizz Air), სალონიკი (Wizz Air), ტალინი (Wizz Air), შიმკენტი (FlyArystan).


 ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ალმათი (Air Astana), დამამი (Flynas), თელ ავივი (Israir, Arkia, El Al), მინსკი (Belavia), რიადი (Flynas), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus); ჯედა (Flynas).

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Geo Sky, Cargolux და Turkish Cargo თბილისი - ჩჟენჩჟოუ - თბილისის, თბილისი - ფრანკფურტი - თბილისის, ლუქსემბურგი - თბილისი - ბაქოს, სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის და სტამბოლო - თბილისი - იზმირის საჰაერო ხაზებზე.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების შესაბამისად.



 ზაფხულის სანავიგაციო სეზონის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/flight-schedules/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930