7-04-2022
,,ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაკრიტიკებთ რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის. ეს ნაბიჯიც, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჰააგაში შეტანილი სარჩელის თანაავტორი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოა‘’ - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას აკეთებს საქართველო უკრაინისთვის.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლება კი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
,,ოპოზიცია რას ითხოვს არ ვიცი. მათ თუ პირდაპირ უნდათ, რომ ცეცხლი გავუხსნათ და მეორე ფრონტი გავხსნათ, სამწუხაროდ ამისი ძალა, დღეს საქართველოს არ შესწევს და მისი მხრიდან გონივრული არ იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რისკების დაზღვევით და ამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. ვიღაცეებს უნდათ, რომ პირიქით ყველაფერი დავანგრიოთ იმიტომ, რომ მერე თვითონ მიეცეთ შანსი ხელისუფლებაში მოსვლის და არ მივცემთ ამ შანსს, არც ქვეყნის განადგურების და არც მათი აღზევების‘’ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
16-11-2024
16-11-2024