7-04-2022
როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ უცხო ქვეყანას, სულ მცირე, ხელში უნდა გეჭიროს ფაქტები, მტკიცებულებები, რომლის გამოქვეყნების სშუალებაც უნდა გქონდეს, ან თუ არ გინდა რომ გამოაქვეყნო საჯაროდ, სულ მცირე წარუდგინო უშიშროების შესაბამის სამსახურს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომელმაც მიმართა მის პარტნიორ უწყებას უკრაინაში. ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი ხელშესახები აქტი, შედეგი, მტკიცებულება და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა ის ბუნებაში ვერ იარსებებს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყება - დაზვერვის სამსახური ასეთ განცხადებას აკეთებს, პირველ რიგში, თუ რაიმე დანაშაულს აქვს ადგილი, ან ამის პრევენცია გვინდა, უშიშროების შესაბამის სამსახურებს შორის სხვა ფორმით, სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს კომუნიკაცია და ეს არ ხდება საჯარო განცხადებებით, რომელიც უკვე პოლიტიკური განცხადებაა. „უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის სოლიდარულები ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში როგორც პოლიტიკურ, ისე ჰუმანიტარულ დონეზე ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მხარდასაჭერად და დასახმარებლად. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იგივე ელჩის გაწვევა და სხვა, ყოველთვის თავს ვიკავებდით პოზიციის დაფიქსირებისგან, იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის, რა ვითარებაში იმყოფება უკრაინა და მისი ხელისუფლება. რაც შეეხება რბილად ვიტყვი, ბინძურ ბრალდებას, ტყუილს, ამას ჩვენ ვერ გავატარებთ და ვაფიქსირებთ პოზიციას - როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყება - დაზვერვის სამსახური ასეთ განცხადებას აკეთებს, პირველ რიგში ალბათ ყველას კარგად ესმის, რომ თუ რაიმე დანაშაულს აქვს ადგილი, ან ამის პრევენცია გვინდა, უშიშროების შესაბამის სამსახურებს შორის სხვა ფორმით, სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს კომუნიკაცია და ეს არ ხდება საჯარო განცხადებებით, რომელიც უკვე პოლიტიკური განცხადებაა.
მეორე - როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ უცხო ქვეყანას, სულ მცირე, ხელში უნდა გეჭიროს ფაქტები, მტკიცებულებები, რომლის გამოქვეყყნების საშუალებაც უნდა გქონდეს, ან თუ არ გინდა რომ გამოაქვეყნო საჯაროდ, სულ მცირე წარუდგინო უშიშროების შესაბამის სამსახურს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომელმაც მიმართა მის პარტნიორ უწყებას უკრაინაში. ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი ხელშესახები აქტი, შედეგი, მტკიცებულება და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა ის ბუნებაში ვერ იარსებებს. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, ძალიან ლოგიკური და მარტივია, ხელში უნდა გეჭიროს მტკიცებულება, რომ მყისიერად დადო და დაანახო მთელ მსოფლიოს. ეს ხომ არ არის მიმართული მარტო საქართველოსადმი, ეს ჰიბრიდული ომის ერთერთი ნაწილია და ჰიბრიდული ომის ერთერთი ნაწილი ასევე არის ძალიან რთული, მძიმე და ბინძური და პროპაგანდისტული ომი, რაც მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამის მიზანი და ამოცანაა, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალში, რომელიც გადართულია შეაჩეროს ეს აგრესია, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, რომლის ერთერთი ძალიან აქტიური მონაწილე საქართველოა და მე შემიძლია ძალიან ბევრი ფაქტი ჩამოვთვალო, თუ რა წვლილი შეიტანა საქართველომ ამ პროცესში, მათ თვალში მოხდეს გაშავება, რომ თითქოს საქართველო არის პუტინის შავი ხვრელი, ცდილობენ გააჩინონ, რომ ეს იყოს არალეგალური ტვირთების სატრანზიტო ზონა, ასეთი ბინძური ბრალდება, ეს არის მთელი ამ ამბის ამოცანა, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვუპირისპირებთ სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს, მთავარი რაც არის, ამას ძალიან კარგად ხედავენ და ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები. ძალიან მარტივია, ფაქტი, მტკიცებულება დადო იმ ბრალდების, რომელიც წაგვიყენე და დამთავრდება ეს ყველაფერი. მე მგონი საზოგადოებას პირიქით, უჩნდება ეჭვი, რაც დღეები გადის და ასეთი ფაქტები და მტკიცებულებები არ ჩანს და არის მხოლოდ და მხოლოდ დუმილი, სწორედ ამის ანალიზის საფუძველზე, დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და მე პრაქტიკულად დარწმუნებულიც ვარ, რომ რიგი უწყებები, რიგი სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები უკრაინის, სულ მცირე, შეცდომაში არიან შეყვანილი“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
16-11-2024
16-11-2024