გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან მიმართებით ცოდვა უნდა აღიაროს

21-06-2018

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე ციანიდის საქმეზეც იყო საუბარი.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ საკითხთან მიმართებით ცოდვის ჩადენა უნდა აღიაროს.
ამის შესახებ მეუფემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ციანიდის საკითხი იმ კონტექსტში იქნა ნახსენები, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და აღაიროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებით. ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიონ“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრემ პატრიარქის თანამოსაყდრის დასახელების თაობაზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიაქისგან აღინიშნა, რომ მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედაა დასახელებული.
„მეუფე შიოს თემა პატრიარქისგან განიმარტა როგორც იყო მოსალოდნელი, რომ მაეუფე შიო დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. მისთვის მხარის დაჭერა-არ დაჭერის საკითხი ჯერ არ დგას“- განაცხადა მეუფემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031