13-04-2022
„პასუხგასაცემ კითხვებს ომის შემდეგ პასუხები აუცილებლად გაეცემა და უკრაინული მხარე შეცდომების გამო არსებულ უხერხულობებს კვლავ მეგობრობით ამოავსებს“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით ქართული სახელმწიფო, სამმილიონიანი ერი მაგალითია პოლიტიკური თუ მორალური გვერდით დგომის. „გუშინ იმედზე გასული ინტერვიუ იყო საინფორმაციო ომში "ქართული ოცნების" გამარჯვება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შინ თუ გარეთ პოზიციები დათმო. - რატომ გაიწვიეს ელჩი? - რას ემსახურება პოლიტიკური გონორი მაშინ როცა საქართველო ყველა ქვეყანას შორის პირველია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით? და სხვა გუშინ მეგობრული ტონით პროფესიონალურად დასმულ ამ კითხვებზე უკრაინულ მხარეს პასუხები არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია სტეფანჩუკი დადუმდა; პოლიტიკური გონორი მეგობრული განწყობებით შეიცვალა; შტაინმაიერი ლამის გზიდან გააბრუნეს.
ზედმეტი აყალ - მაყალის გარეშე ძალიან პოლიტკორექტულად, პრინციპული, მაგრამ ყველაზე მეგობრული მიდგომით ქართულმა სახელმწიფომ ინფორმაციულ ომში გაიმარჯვა. უკრაინისა და საქართველოს მეგობრობა გრძელდება.
პასუხგასაცემ კითხვებს ომის შემდეგ პასუხები აუცილებლად გაეცემა და უკრაინული მხარე შეცდომების გამო არსებულ უხერხულობებს კვლავ მეგობრობით ამოავსებს. ქართული სახელმწიფო, სამმილიონიანი ერი მაგალითია პოლიტიკური თუ მორალური გვერდით დგომის. მშვიდობა ჩვენს ქვეყანასა და უკრაინას!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024