13-04-2022
,,ქებას იმსახურებს არა მხოლოდ ის თუ, როგორ უჭერს მხარს საქართველო უკრაინას, არამედ ისიც თუ როგორი პრინციპული აღმოჩნდა ,,ქართული ოცნება". ხელისუფლების პოზიციაა მოგვესმინა ან მყარი არგუმენტები ან უარყოფა იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებით გაკეთდა უკრაინაში" - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს.
როგორც ბოჟაძე წერს, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ნამდვილად შეუძლია ორ სახელმწიფოს შორის არსებული ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარება.
,,ქებას იმსახურებს არა მხოლოდ ის თუ, როგორ უჭერს მხარს საქართველო უკრაინას, არამედ ისიც თუ როგორი პრინციპული აღმოჩნდა ,,ქართული ოცნება".
ხელისუფლების პოზიციაა მოგვესმინა ან მყარი არგუმენტები ან უარყოფა იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებით გაკეთდა უკრაინაში. მაშინ, როდესაც გერმანიის პრეზიდენტს უარი უთხრეს ვიზიტზე, საქართველოს დელეგაცია მხოლოდ უკვე გარკვეული საკითხებზე შეთანხმების მერე ჩადის უკრაინაში, საკითხები რომ გაირკვა ეს კარგად ჩანდა რუსლან სტეფანჩუკის გუშინდელ ინტერვიუში. შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ნამდვილად შეუძლია ორ სახელმწიფოს შორის არსებული ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარება" - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024