გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე წარსდგა

14-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე წარსდგა.


ოთარ შამუგიამ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამინისტროს ხედვებზე ისაუბრა.


„მნიშვნელოვანი იქნება იმ საკითხების განხილვა, რომელმაც როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის გააჩინა ახალი დღის წესრიგი. ამ მოცემულობის სამწუხარო მიზეზები ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია - 2019 წლიდან მომდინარე პანდემია და დღეისათვის კი, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი გამოწვევაა... ჩვენ არაერთი ომი და ძალადობა გამოვიარეთ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გვყავს ასობით ათასი დევნილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ უკრაინელი ხალხის ტკივილს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად. საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას. მთავარი მიზანი, რაც, ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს არის ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან, ცივილურ, განვითარებულ და თავისუფალ სამყაროში უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და, შესაბამისად, დაწყებული რეფორმების წარმატებით განხორციელება გარდაუვალი პროცესია.


„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის მხრიდან უმოკლეს ვადებში კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს უკვე გადმოეცა კითხვარი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენმა უწყებამ უდიდესი შრომა გასწია 2014 წლიდან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგია: „ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე გავზარდოთ“


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს.


„ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში. თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა.


„ჩვენ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს ოდენობით. თუმცა, აქაც კარგად გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და, უახლოეს პერიოდში, წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში, წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.


„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა 2021 წელსაც და ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 142 000 000 $, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს დაახლოებით 200$ მლნ დოლარით მეტია (21%-იანი ზრდა) წინა წელთან შედარებით. მზარდი ტენდენცია აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით შენარჩუნებულია 2022 წელსაც, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 5%-იანი ზრდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო. იმავე პერიოდში ევროკავშირში აგროსასურსათო ექსპორტში გვაქვს დაახლოებით 80%-იანი ზრდა (2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი).


საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. 2021 წელს ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 99 ქვეყანაში.


2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6.0 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 7.3 მლრდ ლარი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930