გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰუბერტ ქნირში: დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს, საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია

14-04-2022

ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.


„ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშნველოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.


ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც არის ჩვენთან ერთად და მუშაობს, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინის დასაცავად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- განაცხადა ელჩმა.


ქნირშის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის.


„ვხედავთ იმ ქმედებებს, რაც ხორციელდება უკრაინაში და ეს არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ძლიერად დგას და იღებს საჭირო დახმარებებს საერთაშორისო საზოგადოებისგან.


ყოველდღე ვხედავ გაერო, ნატო, ევროკავშირი განიხილავს გზებს თუ როგორ დაუჭიროს მხარი უკრაინას. გერმანია გადასცემს იარაღს უკრაინას, ეს არის ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930