გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვისთვის არის მობილიზებული და ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში გამგზავრებაზე

15-04-2022

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე.


როგორც გია ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო პროვოკაციაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა საკმაოდ სარწმუნო წყაროებიდან მიიღეს ინფორმაცია და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს.


„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა, რომ გაუწბილდათ მოლოდინები და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, პოლიტიკური მოსავალი ვერ აიღეს, რასაც აპირებდნენ. არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო – არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებული და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში.


უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან, არის ის ინტერესი, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930