15-04-2022
2022 წლის 14 აპრილს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებული იქნა სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
სამსახური სრულად უზრუნველყოფს მოქალაქე ს.ჭ.-ს ოჯახის წევრების ჩართულობას მიმდინარე გამოძიებაში და მათთვის საქმის მასალების გაცნობას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024