გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში კონკურსის “ქალაქი, რომელშიც ვიცხოვრებ - კასპი 2050” პრეზენტაცია გაიმართა

18-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, სათემო ცენტრის "კომლი • komli" - ის მიერ გამოცხადებულ და კასპის მერიის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის “ქალაქი, რომელშიც ვიცხოვრებ - კასპი 2050” მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტის მიზანი იყო, ახალგაზრდებს თავად შეექმნათ თავისი ქალაქის განვითარების მათეული ხედვა, რომელსაც ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირებს წარუდგენენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიზნის მიღწევა უფრო მარტივდება მაშინ, როდესაც არსებობს კონკრეტულ დროში გაწერილი გეგმა, რათა შენი ქალაქი გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოში.

 

კონკურსში მონაწილეობდნენ: თამთა ზანგური - ოკამის საჯარო სკოლა, თიკო ხორბალაძე - დოესის საჯარო სკოლა, ხატია გინტური - კასპის #4საჯარო სკოლა, ნიკა ქოსაშვილი - კასპის #1 საჯარო სკოლა, მარიამ აბრამიძე - დოესის საჯარო სკოლა, ანი ბერიანიძე და ანი თათარაშვილი - კასპის #4 საჯარო სკოლა, ნატა მელაძე - კასპის #1 საჯარო სკოლა, ოკამის საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასი და თამარ ელოშვილი - ქვემო ჭალის საჯარო სკოლა.

 

ახალგაზრდებმა პროექტებში (9) კასპი წარმოადგინეს, როგორც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ცენტრი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქი თანამედროვე ურბანიზაციით, ტურიზმით, ტრადიციებით, ეკონომიკური წინსვლით, განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე, შრომისმოყვარე და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ახალგაზრდებით, რომლებიც მომავალში თავად ჩაუდგებიან სათავეში ქალაქის წინსვლას და განვითარებას.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ჟიურისთან ერთად წარმოდგენილი პროექტების შეფასებისას ახალგაზრდებისგან წამოსული ხედვები შეაფასა როგორც პრიორიტეტული და ზოგიერთი მათგანის რეალიზაციის სურვილიც გამოთქვა, ამასთან, სამომავლო მხარდაჭერაც აღუთქვა.

 

კონკურსის ყველა მონაწილეს, მუნიციპალიტეტის მერიამ და სათემო ცენტრმა კომლი• komli სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930