გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

18-04-2022

დღეს დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings).


ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.


აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ინვესტორების დაინტერესების გასაზრდელად.


დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანა ბიერდესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, კოენ დევიდსთან და მმართველ დირექტორთან, აქსელ ვან ტროტსენბურგთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან, გარდა ამისა, მოლაპარაკებები შედგება მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინაში, ათასწლეულის გამოწვევის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა.


მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე.


შეხვედრების ფარგლებში, საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930