19-04-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქ.ონის სხვადასხვა ლოკაციაზე გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
დასუფთავდა ქ.ონის შემოსასვლელი გზა (ე.წ. გადმოსახედი), მდინარე ჭალურას მიმდებარე ტერიტორია, ბეერშევას სახელობის სკვერი, გამსახურდიას, ბარათაშვილის და სააკაძის ქუჩები.
ქალაქის მასშტაბით, დაირგა ცაცხვის ნერგები. გამწვანება-დასუფთავების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები. ასევე, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება, რაც გვახსენებს, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს და რომ ჩვენ მოვალენი ვართ გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მასზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.
16-11-2024
16-11-2024