19-04-2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები აჭარასა და რუსთავში, სადაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა. რა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ? ეს არის მორიგი სიცრუე. თემები ამოეწურათ და ამით ცდილობენ მედიის ზედაპირზე დარჩენას. რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ. სჯობს უფრო სერიოზულად მოეკიდონ პოლიტიკას და პატივი სცენ საზოგადოებასა და ქვეყანას“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
16-11-2024
16-11-2024