გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
აზერბაიჯანში იმამებსა და მოლებს ხელფასი დაენიშნებათ

18-12-2017

სასულიერო პირებს, რომლებიც აზერბაიჯანის მეჩეთებში მსახურობენ 2018 წლის თებერვლიდან ოფიციალური ხელფასი დაენიშნებათ. ყოველთვიურ გასამრჯელოს ისინი „მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდისგან“ მიიღებენ.
რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მუბარიზ გურბანლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ზუსტდება ხელფასის ოდენობა და ასევე, მიმღებ პირთა წრე.
ხელფასს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მიერ დანიშნული და ამ სამმართველოს მიერ წარდგენილი სასულიერო პირები მიიღებენ.
2018 წლის იანვრის ბოლომდე„მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ვინაობადა სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა გახდება ცნობილი, რის შემდეგაც ფინანსური სახსრების გაცემა დაიწყება.

წყარო: reginfo.ge
http://www.reginfo.ge/caucasus/item/4256-azrbaijanshi-imamebsa-da-molebs-xelpasi-daenishnebat​​​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031