20-04-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ სორგითში და პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზაზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მდგომარეობას გაეცნო, რომელსაც შპს "ონის სერვის ჯგუფი" ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყრული პროცესების გააქტიურებამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა.
ამჟამად, პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზა გამავალია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია უპრობლემოდ.
16-11-2024
16-11-2024