22-06-2018
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე 3 პირს სასამართლომ ბრალი წარუდგინა.
ბრალდებულები კომპანიების - „გეომეფისა“ და „ყვარელრემშენის“ წარმომადგენლები არიან. გაახლებულ მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამ კომპანიებმა ჩაატარეს.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 30 იანვარს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.