გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: სტრუქტურული ცვლილებები საკადრო შემცირებების გარეშე შესაძლებელია

22-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საკადრო შემცირებები არ მოხდება.
მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკა ადმინისტრაციული დანახარჯების გაზრდის გარეშე გაძლიერდება. 

„სტრუქტურული ცვლილებები არის შესაძლებელი საკადრო შემცირებების გარეშე. ვგულიხმობ, აბსოლუტურ უმრავლესობას იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან დასაქმებულები იმ სამ სამინისტროში, რომელთა შემცირებაც იგეგმება.
ჩვენ ვაძლიერებთ სოციალურ პოლიტიკას იმის ხარჯზე, რომ არ ვზრდით ადმინისტრაციულ დანახარჯებს და ეს სახსრები მიემართება სოციალურ - მიზნობრივ პროექტებზე, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად“- განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის კონსულტაციები კვლავაც გრძელდება. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031