გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: რასაც ზელენსკი აკეთებს უმადურობასთან ერთად უდიდესი შარლატანობაა

25-04-2022

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს აზერბაიჯანის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას და ითვალისწინებს იმ მიზეზებს რატომ ვერ ეხმარება უკრაინას იარაღით.

 

მისი თქმით რასაც ზელენსკი საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, ვერ გაბედავდა ვინმე რომ არ მფარველობდეს.

 

“ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ეს სუბიექტი არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი! უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ რასაც ზელენსკი აკეთებს ეს უმადურობასთან ერთად უდიდესი შარლატანობაა! და კიდევ ერთი დიდი ეჭვია, რომ ეს საშუალოზე დაბალი პოლიტიკური ნიჭისა და განათლების კლოუნი ჩვენს მიმართ იმას ვერ გაბედავდა რასაც აკეთებს, მას და აქაურ ნაცებს სადღაციდან, ერთი ხელი, რომ არ მფარველობდეს და პატრონობდეს!”- წერს გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930