26-04-2022
ალექსი არესტოვიჩის ეს განცხადება სწორედაც ასეთი გათვლის შედეგია. არ ვიცი პირადად მან, თუ მისმა მრჩევლებმა ზუსტად განსაზღვრეს ის შედეგი რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიღებდნენ თუ წამოეგებოდნენ იმ პროვოკაციულ ვნებებს, რასაც ნაცები და მათი უკრაინელი სატელიტები საქართველოსგან მოითხოვენ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
„ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, როცა გარკვეულ მხარდაჭერას ითხოვს, აუცილებლად განსაზღვრავს ამ მხარდაჭერის ფორმას და რაც მთავარია იმ შედეგს, რასაც ცხადია პირველ რიგში მისი ქვეყანა მიიღებს და რა რეალობის წინაშე დადგება მისი მხარდამჭერი სახელმწიფო.
ალექსი არესტოვიჩის ეს განცხადება სწორედაც ასეთი გათვლის შედეგია. არ ვიცი პირადად მან, თუ მისმა მრჩევლებმა ზუსტად განსაზღვრეს ის შედეგი რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიღებდნენ თუ წამოეგებოდნენ იმ პროვოკაციულ ვნებებს, რასაც ნაცები და მათი უკრაინელი სატელიტები საქართველოსგან მოითხოვენ. უკრაინას საქართველოს მხრიდან რეალური მხარდაჭერა სჭირდება.
ის მხარდაჭერა, რაც ყოველდღე ხორციელდება და არა სისხლი, რისი დაღვრაც სწორედ მეხუთე კოლონის მოღალატეებს სურთ. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ეს დაინახეს და ნელ-ნელა უსწორებენ თვალს იმ საჭიროებას, რაც პირველ რიგში სწორედაც უკრაინას სჭირდება“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024