26-04-2022
,,დიახ, ომის პარტია ხართ, ყველაფერზე წამსვლელები, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. აი რატომ დაირაზმეთ იმ შლეგის გასათავისუფლებლად, გგონიათ, რომ მის გარეშე ვერ ააგორებთ სიტუაციას’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
როგორც ფოჩხუა წერს, დღეს ხელისუფლებაში ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელიც არ დაუშვებს ომს და არეულობას ქვეყანაში.
,,საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება. ომის პარტიას რომ გეძახით, ნუღარ გიკვირთ, აი თქვენი "გაღმერთებული" არესტოვიჩიც ასე ფიქრობს. დიახ, ომის პარტია ხართ, ყველაფერზე წამსვლელები, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. აი რატომ დაირაზმეთ იმ შლეგის გასათავისუფლებლად, გგონიათ, რომ მის გარეშე ვერ ააგორებთ სიტუაციას, მაგრამ ერთი რამე გავიწყდებათ, დღეს ხელისუფლებაში ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელიც არ დაუშვებს ომს და არეულობას ქვეყანაში, თან ის შლეგი, როგორც თქვენ, უკვე გულში კი აღარ ფიქრობთ, პირდაპირ ამბობთ, რომ ჭკუიდან არის გადასული და ქვეყნის მეთაურობა კი არა და ბოლო ფსიქიატრიული საავადმყოფოა და სერიოზული მკურნალობა’’ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024