გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"nvo.ng"(რუსეთი): უკრაინა და საქართველო რუსოფობიურ პოლიტიკაში ძალიან ღრმად შევიდნენ და ეს უკან ბუმერანგივით დაუბრუნდათ - თვითონვე დაიშალნენ

23-06-2018

რუსული გამოცემის, «Независимое военное обозрение»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გაანალიზებული რუსეთის სახელმწიფოს როლი და სტატუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ურთიერთობები ყოფილ და დღევანდელ მოკავშირეებთან (დსთ-ის, ევრაზიული კავშირის და „ოდკბ“-ის წევრებთან), აგრეთვე რეგიონული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (ავტორი - ალექსანდრე ხრამჩიხინი - პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე).


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან ქვესათაურით - „იმპერიის ბედი“:


„გავრცელებული თეზისი - „ყველა იმპერია ადრე თუ გვიან ინგრევა“ - სინამდვილეში მორიგ პროპაგანდისტულ შტამპს წარმოადგენს. სხვათა შორის, ევროპულ კოლონიურ იმპერიებსაც მშვიდად შეეძლოთ დღემდე არსებობა (შემცირებული სახით), მეტროპოლიებს რომ არ დაეწყოთ თვითგანადგურება ორი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს. იმიტომ, რომ პირველ მსოფლიო ომის დაწყყებას არავიტარი ობიქეტური მიზეზები არ ჰქონდა, მეორე კი, ფაქტიურად, პირველის „დასრულებას“ წარმოადგენდა. სწორედ ამ ომების შემდეგ ევროპელებს კოლონიური იმპერიების შემარჩუნებისათვის არც ძალა და არც სურვილი აღარ ჰქონდათ.

ამასთან, რუსეთის იმპერია სამი პარამეტრის მიხედვით, ევროპული იმპერიებისაგან პრინციპულად განსხვავდებოდა: პირველი - რუსეთის იმპერია წარმოადგენდა არა ევროპის სახელმწიფოების „ზღვისიქითა ტერიტორიებს“, რომლებიც ერთმანეთისაგან დაშორებით, დიდ სივრცეებში იყო გაბნეული, არამედ ერთიან მატერიკულ-ტერიტორიულ კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობდა მის მდგრადობას; მეორე - რუსეთის იმპერიის ყველა მცხოვრები, თავიანთი უფლება-მოვალეობების მიხედვით, უფრო მეტი თანასწორობით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ევროპული იმპერიის მცხოვრებლები; მესამე - რუსეთი იყო ერთადერთი იმპერია, სადაც კოლონია კი არ კვებავდა მეტროპოლიას, არამედ მეტროპოლია კოლონიას. ამრიგად, რუსეთისათვის ტერმინები „ურწმუნო“, „სხვისტომი“ არ ნიშნავდა მათ მიმართ სიძულვილს ან რაიმე შეზღუდვას.


საერთოდ, კი, როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიამაც რაღაც ზედმეტი აიღო საკუთარ თავზე, ანუ ისტორიულ, „ბუნებრივ რუსეთზე“ მეტს წარმოადგენდა. თუმცა მოგვიანებით ბოლშევიკებმა სრულიად ხელოვნურად „მოხატეს“ რსფსრ (ანუ რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა), რომელიც იმ „ბუნებრივი რუსეთზე“ აშკარად მცირე აღმოჩნდა. ეს ფაქტია და მას ვერსად წაუვალთ. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების გამო „სხვისტომელმა“ აფხაზებმა და ოსებმა [საქართველოს] „მცირე იმპერიას“ რუსეთის „დიდი იმპერია“ ამჯობინეს.


„მცირე იმპერიად“ საქართველო ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გადაიქცა (უკვე იმ დროშიც, როცა ფორმალურად ჯერ კიდევ საქართველოს სსრ არსებობდა). დიდი ბრიტანეთის განშორებას გვიანასაგან, საფრანგეთის - გაბონისაგან, პორტუგალიის - გვიანა-ბისაუსაგან ვერანაიარად ვერ შეადარებ რუსეთის განშორებას საქართველოსაგან, ბელარუსზე რომ არაფერი ვთქვათ.


საბჭოთა კავშირი ომში დამარცხებისაგან არ დაშლილა. ის დაიშალა საზოგადოებრივ-სახელმწიფო წყობის მანკიერი სისტემის გამო. ამიტომაც რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამ დაშლის ზოგიერთ შედეგს უსამართლოდ მიიჩნევს, მათ შორის საზღვრების საკითხშიც. ამიტომაც რუსეთი ინსტიქტურად ისწრაფვის „საკუთარი თავის აღდგენისაკენ“ და ამ შემთხვევაში ე.წ. „იმპერიულ ამბიციებზე“ საუბარი უადგილოა. სხვათა შორის, ასევე უადგილოა საზღვრების ურღვევობაზეც ლაპარაკი, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე მრავალჯერ იქნა დარღვეული, იგივე საბჭოთა კავშირის დაშლითაც). რა თქმა უნდა, მეზობელი სახელმწიფოები შეეცდებიან არ დაუშვან „რუსეთის აღდგენა“, ამ მიზნით გააღვივებენ რუსოფობიას და გარე ძალებს დაეყრდნობიან. რასაკვირველია, პროპაგანდა გავლენას მოახდენს მოსახლეობის ცნობიერებაზე. მით უმეტეს, რომ ბუნებრივად შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ემახსოვრებათ და შესაბამისად, მოიმატებს იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც ძველ საერთო სახელმწიფოსთან არანაირად აღარ იქნებიან დაკავშირებული. რუსეთს რომ ყირიმი 2014 წელს არ მიეერთებინა და ეს გაეკეთებინა, ვთქვათ, 2040 წელს, მაშინ 2-3% ყირიმელი კი არ ჩათვლიდა რუსეთს „აგრესორად“, როგორც ახალაა, არამედ მინიმუმ 20-30%, ან 50-60%. აი, ამ შემთხვევაში ჩვენ მართლაც „აგრესორები და ოკუპანტები“ ვიქნებოდით. უკრაინა და საქართველო თავიანთ რუსოფობიურ პოლიტიკაში ძალიან ღრმად შევიდნენ და ეს ყველაფერი მათ ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ - თვითონ ისინი დაიშალნენ. ჩვენი მოკავშირეები ევრაზიულ კავშირში და „ოდკბ“-ში ამ თვალსაზრისით უფრო მეტად „ზომიერები და აკურატულები“ აღმოჩნდნენ, ამიტომ მათ წარმატების მეტი შანსი აქვთ. კრემლში ეს ყველაფერი ესმით, თუმცა ჩქარობენ და ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებენ. ევრაზიული კავშირის შექმნა სწრაფად მოხდა, საჭირო იყო რაღაც საბჭოთა კავშირის მსგავსის ჩამოყალიბება, მაგრამ მისი ეფექტი საპირისპირო ხასიათისაა: ნაუცბათევად და ცუდად მოფიქრებული გაერთიანება ხალხებს ერთმანეთთან არანაირად არ აახლოვებს და ადგილობრივ ელიტებს რუსეთისაგან უფრო აშორებს. ანუ, შეიძლება ითქვას, ინტეგრაცია კი არ ხდება, არამედ დეზინტეგრაცია. 20 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვეღარ ვილაპარაკებთ „ბუნებრივ რუსეთზე“ - ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში შესაბამისი სოციალური ბაზა გამქრალი იქნება, ხოლო ნამდვილი აგრესორი და იმპერია რომ იყოს, რუსეთი ამისთვის მზად არ არის.


როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში მოსკოვის მოქმედების ერთადერთი ვარიანტი უნდა იყოს მკაცრი პრაგმატიზმი და ერთგულება საკუთარი ინტერესების დაცვისადმი. პრინციპში, ჩვენ ასე უნდა მოვქცეულიყავით ჯერ კიდევ „გუშინწინ“. თუ ჩვენს მოკავშირე ქვეყნებს (ევრაზიული კავშირიდან, „ოდკბ“-დან) ჩვენგან ეკონომიკური პრეფერენციები და სამხედრო დაცვა სურთ, მაშინ მათ ჩვენდამი სრული პოლიტიკური ლოალობა უნდა გამოავლინონ. ეს ნიშნავს: საგარეო პოლიტიკაში - სამოკავშირეო ვალდებულებების განუხრელი შესრულება ყოველგვარი „მრავალვექტორულობანას თამაშების“ გარეშე, ხოლო საშინაო პოლიტიკაში - კატეგორიული უარი უნდა ეთქვას ანტირუსული პოლიტიკის გატარებას (პირველ რიგში ეს ეხება ოფიციალურ ისტორიოგრაფიას, სასწავლო ლიტერატურის ჩათვლით). ასევე უნდა შეწყდეს რუსულენოვანი მოსახლეობის შეზღუდვა რუსული ენის სწავლების საკითხში. ის ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც ამ მოთხოვნებს არ დაეთანხმებიან და სურთ მთლიანად დამოუკიდებელნი იყვნენ, მათ რუსეთისაგან სრული დამოუკიდებლობა უნდა მიიღონ, ანუ არ უნდა მივცეთ არც რუსული ფული და არც რუსული იარაღი. არსებობს მოსაზრება, რომ რუსოფობიის დონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მხოლოდ ასეთი პოლიტიკის გატარების შედეგად მოიკლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930