გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობამ „ვაზის ჯიშობრივი მახასითებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების დადგენილება მიიღო

26-04-2022

საქართველოს მთავრობამ „ვაზის ჯიშობრივი მახასითებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო.


ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ვაზის ჯიშის განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების შემოწმებისათვის პირობების დადგენა. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სავალდებულო ხდება, შეიქმნას ვაზის იმ ჯიშების კატალოგი, რომლებიც აღიარებულია ქვეყნის ტერიტორიაზე სტანდარტული გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირებისა და შემოწმებისათვის. ჯიშების შემოწმება განხორციელდება მოსავლის შემოწმების გზით, რომელმაც უნდა მოიცავს მახასიათებლების საკმარისი რაოდენობა, რაცშესაძლებელს გახდის ჯიშების აღწერას. ასევე უნდა განისაზღვროს შემოწმების განხორციელების მინიმალური პირობები, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს არსებული სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის საფუძველზე.


ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმების განმახორციელებელი ორგანო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. დადგენილება ძალაში 2023 წლის პირველი მარტიდან შედის. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი მომზადდა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031