გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის

27-04-2022

მე, როგორც მთავრობის მეთაურს მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრი რამ ითქმის საჯაროდ და უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის.


„მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ. არაფერს არ გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930