გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: როდესაც მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან პირდაპირ მოწოდებაa საქართველოს მიმართ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამას ვერ გავატარებთ

29-04-2022

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან არის პირდაპირ მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავატარებთ, ვინაიდან ეს არის მთავარი რისკი, არა მარტო ჩვენი, არამედ მოლდოვის - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „დღის თემა“.

 

მისი თქმით, საქართველო და მოლდოვა ფაქტობრივად ერთნაირ მდგომარეობაშია.

 

„ჩვენ ვართ ორი უნიკალური ქვეყანა, რომლებსაც უსაფრთხოების კუთხით არ აქვთ ნატო-ს ქოლგა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციების, თუ პოლიტიკური განცხადების კუთხით არიან ჩართული სოლიდარობის გამოხატვაში უკრაინის მიმართ. ჩვენ, ორი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ ისე, რომ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა; ისე, რომ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის, თუ უსაფრთხოების და თანადგომის ქოლგა; ისე, რომ ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარები ოკუპაციის სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და მხარს ვუჭერთ მას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031