გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი

30-04-2022

გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა და საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი არის შევსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ყველა კითხვა იქნა გავლილი.


"დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ ჩვენი მხრივ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება, მივა ბოლომდე და ახლა უკვე, ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის.


ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031