გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
43-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

2-05-2022

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომლის საბრძოლო მზადყოფნა შეფასდა. 4-კვირიანი პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელიც შეყოვნების, ბლოკირებისა და რეიდის ფაზებს მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.


შეფასების პროგრამა სამ ეტაპს მოიცავდა - საშტაბო-სამეთაურო სწავლება (CPX), საველე სწავლება (FTX) და საბრძოლო სროლები (LFX). ქვეითი ბატალიონების წვრთნისა და შეფასების პროგრამას GDRP-T-ის ფარგლებში მომზადებული ცხრავე ქვეითი ბატალიონი გაივლის. 43-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-T) 2018 წელს პირველმა გაიარა.


საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930