გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუველი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

2-05-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოვლენილ ნატოს მრჩეველთა ჯგუფის (NATO Advisory Team) ლიეტუველ მრჩეველს მედალი „გენერალი კვინიტაძე “გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ჟიდრუნას ვალიუსაიტისმა უწყებრივი ჯილდო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 2019 წლიდან დღემდე გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მიიღო.


ლიეტუველმა მრჩეველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი 3 წლის განმავლობაში დახმარებას უწევდა JTEC-ს დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის (IOCT) დაგეგმვასა და აღსრულებაში. აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ლიეტუველი მრჩევლის აქტიური ჩართულობით IOCT კურსი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი JTEC-ისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის.


ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი ასევე აქტიურად იყო ჩართული ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაში. ლიეტუველმა მრჩეველმა საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ტაქტიკური შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930