გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ერაძე: მსოფლიოს მასშტაბით ექსპერტები უნდა შეთანხმდნენ მეთოდოლოგიაზე, რათა სწორად გაიზომოს პანდემიით გამოწვეული დანაკარგები

3-05-2022

USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ. როგორც მან საუბრისას განაცხადა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს.


კახაბერ ერაძე: „დღეს და მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრას. დღევანდელი დღის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ გვაქვს ორი ტიპის გამოწვევა. პირველი - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს. ის ციფრები, რაზეც საუბარია, მხოლოდ მოსაზრებები და მოსალოდნელი ვარაუდებია, რომლებიც ჯერ ფაქტობრივად დადასტურებული არ არის. სასწავლო დანაკარგების გაზომვა მოხდება მხოლოდ მეთოდოლოგიაზე შეთანხმების შემდეგ.

 

რაც შეეხება მეორე გამოწვევას - უნდა განისაზღვროს ის ეფექტიანი მიდგომები, რომელთა განათლების სისტემაში დანერგვის შედეგად მოხდება უკვე იდენტიფიცირებული დანაკარგების აღმოფხვრა. სწორედ ამ გზით გაუმკლავდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განათლების სისტემა წარმოშობილ დანაკარგებს.

 

სწორედ ამ საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტები დღეს ქართველ ექსპერტებთან ერთად მსჯელობენ და გვაქვს მოლოდინი, რომ კონფერენციის დასასრულს გვექნება ერთიანი წინასწარი ხედვა იმ ეფექტიან მიდგომებთან მიმართებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მსგავსად,  ქართულ საგანმანათლებლო სისტემას დანაკარგებთან გამკლავებაში დაეხმარება, ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით.“

 

კონფერენცია სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ თბილისში 3-5 მაისს ტარდება. საერთაშორისო კონფერენციისმთავარი მიზანია პანდემიის შემდგომ პერიოდში სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930