გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაჩეჩილაძე: პროცენტიანი თუ ორპროცენტიანი პატარა ვაშაძე რომ იძახის, წნეხი იქნება ქვეყნის შიგნიდანაც და გარედანაცო, თუ ადამიანს შენი ქვეყანა გიყვარს, საქართველოში წნეხზე უნდა ლაპარაკობდე?

5-05-2022

პროცენტიანი თუ ორპროცენტიანი პატარა ვაშაძე რომ იძახის, წნეხი იქნება ქვეყნის შიგნიდანაც და გარედანაცო, თუ ადამიანს შენი ქვეყანა გიყვარს, საქართველოში წნეხზე უნდა ლაპარაკობდე? ვაშინგტონი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს თუ არა? ამერიკელებმა რომ გადაწყვიტონ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, თუ ქართველებს არ გვინდა, უნდა იყოს? - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”-ში, გიორგი ვაშაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, ძალიან კარგად იცის ხალხმა ყველაფერი, როდესაც იქნება გამოსვლის დრო გამოვა და დადგება იქ სადაც საჭიროა რომ იდგეს.


„პროცენტიანი თუ ორპროცენტიანი ეს პატარა ვაშაძე, მისი პარტია, ამერიკაში წავიდა სამი დღით, ვიღაცებს შეხვდა იქ და წარმოიდგინეთ ტექსტი, ვციტირებ - „საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება, როდის იქნება, თავად ნახავთ, ამისთვის ყველაფერი იქნება, იქნება წნეხი ქვეყნის შიგნიდანაც და ქვეყნის გარედანაც, ბევრ დეტალზე ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ვაშინგტონიდან აბსოლუტურად ღიად და დარწმუნებით გეუბნებით, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იქნება“. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ვაშინგტონი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს თუ არა? ამას რომ იძახის, წნეხი იქნება ქვეყნის შიგნიდანაც და გარედანაცო, თუ ადამიანს შენი ქვეყანა გიყვარს, საქართველოში წნეხზე უნდა ლაპარაკობდე? საქართველოში დღეს ვინც წნეხზე ლაპარაკობს, გარედან თუ შიგნიდან თუ საიდანაც გინდათ, ეს ადამიანი თქვენ თვითონ შეაფასეთ, ვინ არის. თურმე ამერიკელებმა რომ გადაწყვიტონ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, თუ ქართველებს არ გვინდა უნდა იყოს? ამერიკაშიც არიან კონკრეტულად ვიღაც-ვიღაცები, ცხელი თავები, მაგათი ტიპები, წარმომადგენლები, ვიღაცებთან ერთად რაღაცები ილაპარაკეს და აქ ჰგონიათ, რომ არეულობა, წნეხი და უბედურება იქნება. ამ მსოფლიო წნეხში, რაც ტრიალებს, რა ქარცეცხლშიც გადის უკრაინა და მთლიანად ევროპა, ახლა ქართველი რომ ლაპარაკობს წნეხზე ქვეყნის შიგნით, ის ადამიანი რა არის, თქვენ თვითონ შეაფასეთ. ძალიან კარგად იცის ხალხმა აბსოლუტურად ყველაფერი. როდესაც საჭიროა იქნება გამოსვლის დრო გამოვა და დადგება იქ სადაც საჭიროა, რომ იდგეს. იმიტომაც აგებენ ამდენი ხანია არჩევნებს, რომ ასე ფიქრობენ და ასე აანალიზებენ ცხოვრებას. ფეხებზე ჰკიდიათ თავისი ხალხი და ჰგონიათ, რომ ამერიკაში ყოფილი ჩინოვნიკი თუ ვიღაც დაულაგებს აქ სიტუაციას“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930