გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეტექტივ-გამომძიებელი: „ხორავას საქმის“ ძიების პროცესში და სასამართლოს მიმდინარეობისას, რამდენიმე საქმე ცალკე გამოიყო

25-06-2018

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, „ხორავას საქმის“ ძიების პროცესში და სასამართლოს მიმდინარეობისას, რამდენიმე საქმე ცალკე გამოიყო. 
ამის შესახებ კახა სირაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. 
„ძიების პროცესშივე, ვიდრე საქმე სასამართლოში წარიმართებოდა რამდენიმე დღით ადრე, 27 დეკემბერს, ძირითადი საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ლ.კ-ს კალანდიას, წინწკალაძისა და სხვათა მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის ფაქტზე. მოცემული საქმიდან კიდევ გამოიყო 8 თებერვალს არასწრულწლოვან მ.კ-ს მიმარეთ ბრალდების შეუტყობინებლობის საქმე, რომელიც წავიდა სასამართლოში და აღნიშნული საქმიდან კიდევ გამოიყო სისხლის სამართლის საქმე წორედ დაუდგენელი პირების მიმართ. ჩემსავე დანაყოფში ასევე დაიწყო ძიება სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხ და გამოსაკითხ პირთა ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. მოცემული ორივე სისხლის სამართლის საქმე წარიმართა ცენტრალურ კრიმალურ პოლიციის დეპარტამენტში, მოხდა ამ საქმეების გაერთიანება ძიების პროცესში - განაცხადა კახა სირაძემ.
მისი თქმით, გამოძიებამ მაქსიმალური გააკეთა, ამოწურა აუცილებელი მოქმედებები. 
„მიუხედავად შემჭიდროვებულ ვადებისა, ექსპერტიზის დასკვნების ნაწილი იყო მიღებული ძიების პროცესში. ამ დროის განმავლობაში და ძირითადი თუ არ ვცდები 6 თუ 7 დასკვნა მიღებული იყო უკვე რომ საქმე სასამართლოში იყო წარმართული. ნაწილი ექსპერტიზისა მოვიდა თუ არ ვცდები უკვე განაჩენიც რომ დამთავრდა. ამაზე უფრო დეტალურად პროკურორი ისაუბრეს. ყოველშემთხვევაში დააზუსტებს რატომ ვამბობ ამ დასკვნას“ - განაცხადა კახა სირაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031