გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო დარასელი: ცენტრ-პოინტის საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება

25-06-2018

სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ზე გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დარასელის განცხადებით, ცენტრ-პოინტის საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება.

„გუშინ გასულა რაღაც სიუჟეტი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ყოფილა იმაზე, რომ ახალი პრემიერი ძველად ცენტრ პოინტში მუშაობდა. კი მუშაობდა ნამდვილად, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ყველაზე წარმატებული იყო სამშენებლო სფეროში. რეგიონალური სასტუმროების ქსელიც, პირველი საქართველოში, მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში გაკეთდა, ასე რომ ვფიქრობ ცპ-ს საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება. აი რუსო და მაიას საქმის კიდევ უფრო ჩიხში შესაყვანად კი " მშვენიერი" მიზეზია.

საქმე ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს დასასრულს მიუახლოვდა. ახალი წლიდან მათ გათავისუფლებას ველოდით. საქართველოში ყველაზე ძლიერი სამშენებლო კომპანია უკვე დიდი ხანია მზადაა  ვალდებულებები დაასრულოს. ბინებს ელოდება ხალხი და ეხლა შეიძლება შეშინდნენ რომ

რუსოს და მაიას გამოსვლა ბახტაძის მოსვლას არ დაემთხვეს და კიდევ ჩატოვონ იქ????? 

აი ეხლა ხომ დგას სამშენებლო კომპანია და უცდის როდის მისცემენ შენების უფლებას,აი ასე უცდიდნენ  8 წელი ჩემები ყადაღების მოხსნას,მშენებლობის უფლებას... და ასე აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებულები, ყველაზე და ყველას მაგივრად " დამნაშავეები".

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ორი, 60 წელს გადაცილებული ქალის უაზრო პატიმრობა და მსგავსი მიზეზების გამო უკვე 8 წლის შეჩერებული მშენებლობა?

ცენტრ პოინტში 18 000 ადამიანი მუშაობდა და ზოგი პრემიერი გახდება და ზოგიც შსს მინისტრი და მაშინ იყოს ეს პრობლემა უვადოდ შეჩერებული? - წერს ნინო დარასელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031