9-05-2022
მიმდინარე წლის 9 – 11 მაისს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ - ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში.
ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ - ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები.
ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ - ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ - საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ - ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.
16-11-2024
16-11-2024