გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილზე: 7 თვეში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა მათი მხრიდან წამებად მიიჩნევა

10-05-2022

„2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო. 7 თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშის ეს სხვანაირად იყო მანამდე, არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ „წამებაზე", რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.


მისი თქმით, დღეს, 2012 წელთან შედარებით, ციხეში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.


„დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი სტაბილურად არ გამოდის იქედან. პატიმრები ფეხზე დგომით, ხშირად ქამრებით საწოლზე ჩამოკიდებულები რიგრიგობით არ იძინებენ. მაგალითად ის, რომ შუა ოთახში ყველას წინაშე შეურაცხმყოფელად მოსასაქმებლად არ უწევთ ამ საქმის კეთება. უფრო მეტიც, დღეს, მათ გარდა სხვა სერვისებისა „ც" ჰეპატიტის მკურნალობასაც სთავაზობენ, რომელიც ჯერ სასჯელაღსრულების სიტემაში დაიწყო და შემდეგ სამოქალაქო სექტორში"- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ცილისწამებაა იმაზე საუბარი, რიმ თითქოს იგი კლინიკას ფლობს თბილისის ერთ-ერთ უბანში.


„მინდა ერთ ტყუილს გამოვეხმაურო, მამა მელიას ტყუილს. თუნდაც ირიბი მტკიცებულებები მაინც წარმოადგინოს იმაზე, რაზეც მან ბრალი დამდო, თითქოს სადღაც ავლაბარში, იატაკქვეშეთში თუ სარდაფში არის კლინიკა, რომელსაც მე ვფლობ. იქნებ მისამართი, ან კლინიკის დასახელება, ან კლინიკის ხელმძღვანელის გვარი ან სახელი გააჟღეროს. იქნებ მეც დავიკმაყოფილო ინტერესი. ამ ბოდვაზე ველი პასუხს ერთი პირობით, საკუთარი კუდის მოწმედ მოყვანს არ ვიყოთ. სხვა ნებისმიერ ინფორმაციას მივიღებ და რა თქმა უნდა ამ ინფორმაციებს ექნება შესაბამისი პასუხი", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930