გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
როგორ დაგმო უნივერსიტეტის კომიტეტმა წყვილი ქორწინების გარეშე სექსისთვის

4-01-2018

გაზეთ „ახალგაზრდა სტალინელის“ ერთ-ერთ ნომერში განთავსებულია სტატია შემდეგი სათაურით: „სამართლიანად დაისაჯა“.
მაშინ, როდესაც დღევანდელ საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების გარეშე საკმაოდ ბევრი წყვილი ცხოვრობს, გაგიკვირდებათ და 1956 წელს, ეს ქმედება ერისთვის სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. მეტიც, შესაძლოა ამის გამო კონკრეტულ პიროვნებას თავისი კარიერაც კი დაესრულებინა.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითის შესახებ, გაზეთი „ახალგაზრდა სტალინელი“ მოგვითხრობს:


„ამხანაგ გივი ბერაძემ უხეშად შეურაცხყო საბჭოთა ახალგაზრდის, კომკავშირელის საპატიო სახელი. იგი ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან მეგობრობდა ამჟამად უნივერსიტრეტის კურსდამთავრებულ ვ. დათაშვილთან, რომელთანაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაიჭირა ინტიმური კავშირი. რამდენიმე ხნის განმავლობაში ისინი გივის ნათესავებთან ერთად ცხოვრობდნენ, შემდეგ კი გივიმ თავისი მეუღლე უმიზეზოდ გამოაგდო სახლიდან.
მალე გივი ზესტაფონში სხვა ქალზე დაქორწინდა, თუმცა საქმე ამითაც არ დამთავრებულა. გივი ცოტა ხნის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა და აღადგინა ურთიერთობა ვ.დათაშვილთან, რომელიც მალე ისევ სახლიდან დაითხოვა.


ვ. დათაშვილმა უნივერსიტეტის ალკკ კომიტეტს საქმის განსახილველად მიმართა.


უნივერსიტეტის კომიტეტმა საქმე განიხილა და როგორც სტატიის სათაურშივეა აღნიშნული, ამ პიროვნებების მიმართ სამართლიანი დასჯაც განახორციელა.
„გ.ბერაძე და ვ.დათაშვილი უნივერსიტეტის ალკკ კომიტეტის წინაშე წარსდგენ და მომხდარი სამარცხვინო ფაქტისთვის თანაბრად იქნა დაგმობილი ორივე მათგანის საქციელი.


უნივერსიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებით ახალგაზრდისთვის შეუფერებელი საქციელით და ამორალური მოქმედების გამო გ.ბერაძე კომკავშირის რიგებიდან გაირიცხა.


დეე, მან იზრუნოს მომავალში მაინც დაადგეს სწორ გზას და შეძლოს იმ სამარცხვინო ლაქის ჩამოცილება, რომელიც აღნიშნული საქციელით მოეცხო მის პიროვნებას.


დათაშვილის საკითხი კი, იმ კომკავშირულ ორგანიზაციას გადაეგზავნება, სადაც ამჟამად იგი მოღვაწეობს“,- ნათქვამია „ახალგაზრდა სტალინელის“ 1956 წლის გამოცემაში. (სტილი დაცულია)


NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930