13-05-2022
რიგით მესამე ფესტივალი „ZERO COMPROMISE", ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო" ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დედაქალაქში, ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში იმართება.
ფესტივალზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო" წევრი 90 მწარმოებელია წარმოდგენილი.
ღონისძიების მიზანი ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით, ღონისძიებას ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივი მარნების წარმომადგენლებს, ადგილზე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს. სტუმრებს შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგი, რომლის მიერ ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში" 2016 წელს, გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში - „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი" - გაიმარჯვა.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო" დაარსდა 2017 წელს, ქართველი მევენახეების და მეღვინეების მიერ. ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად, თბილისში ფესტივალი „ZERO COMPROMISE", ხოლო ქუთაისში ფესტივალი „ამერიმერი" ტარდება.
16-11-2024
16-11-2024