გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

13-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ლანჩხუთში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას.


პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 12 შენობას და პარკს, რომლის საერთო ღირებულება 5.1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.


პრემიერ-მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930