15-05-2022
წალენჯიხის შემდეგ ზუგდიდი, ამჯერად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარეშე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი რჩება, წალენჯიხისგან განსხვავებით აქ არა მერიის, არამედ ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს ბრალეულობა იკვეთება.
საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდს გამოეყო.
ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, კრებებზე მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 16 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა. თუმცა ამ უკანასკნელს მისი განხილვა დღემდე არ მოუხდენია, არადა კანონით განსაზღვრული ვადა 1-ელ მაისს ეწურებოდა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23-ე დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებისთვის განსაზღვრული თანხები 1-ელ მაისამდე საკრებულოს მიერ უნდა განაწილდეს. ზუგდიდის საკრებულოს უპასუხისმგებლობის გამო კი მოქალაქეები პროექტით განსაზღვრული თანხის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგით ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის შეკვრის შემდეგ ოპოზიცია ფლობს.
16-11-2024
16-11-2024