გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყირიმ-კონგოს შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

15-05-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობას და ფერმერებს ინფორმაციას აწვდიან.


დაავადების თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთანაც.


სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ. ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში (აწყური, ჭვინთა, გომარო, ნაქურდევი, გოგაშენი,ფია,ორგორა,კლდე) მიმდინარეობს პირუტყვის დამუშავება.


სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.


ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება- ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის მატარებელიც არის პირუტყვიც. იგი წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.


დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან როგორც ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები, ასევე ის პირები, რომლებიც მინდორში საქმიანობენ (ტკიპა ბალახსა და თივაში ბინადრობს).


დაავადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=a3c22daf-9e3f-4f3d-bef8-38c65d3694ae

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930